ღვინო არის ჩვენი მეხსიერება და ღვინის მეხსიერება არის საქართველოს და ქართველი ხალხის უსიტყვოდ გადმოცემული ისტორია; როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობაც ვითარდებოდა - ყვაოდა ვენახები, იწურებოდა საუკეთესო ღვინო, იხვეწებოდა ჯიშები და პირიქით, ქვეყნის დაღმასვლა მევენახეობაზეც აისახებოდა და აჩერებდა მას.

8000 წელზე მეტია, რაც საქართველოში მეღვინეობამ დაიწყო განვითარება და მას შემდეგ ვაზი და ქართველი კაცი თანაშეზრდილია, ქართველს საკუთარი თავი არ ახსოვს ვაზისა და ღვინის გარეშე. რთულია, წარმოიდგინო ქართველების თავყრილობა, სადაც ღვინოს განსაკუთრებული ადგილი არ უკავია; ღვინოს ვსვამთ ჭირშიც და ლხინშიც, ღვინით ვხვდებით ახალი ადამიანის დაბადებას და ღვინით ვაცილებთ უკანასკნელ გზაზე ახლობლებს.

“ალაზანი” მდებარეობს ქართული მეღვინეობისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - სოფელ კარდენახში. გადმოცემის მიხედვით, ამ სოფელში ყოველ კარზე ვენახი იყო და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის - “კარი” და “ვენახი” - “კარდენახი”.

ამ ქარხანამ ჯერ კიდევ 1970 წელს მიიღო კავკასიის რეგიონის უმსხვილესი ღვინის საწარმოს წოდება.

კომპანიას 2016 წელს ახალი სიცოცხლე შთაებერა - გადამზადდა კადრები, აღიჭურვა ახალი დანადგარებით და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინო დამზადდეს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით.

“ალაზანი” განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ღვინის ისტორიას და დღემდე “ტრადიციულს ვამზადებთ ტრადიციულად” - ქვევრის ღვინო მზადდება ბარონ დე ბაასის ჩანაწერებში აღწერილი მეთოდოლოგიის მიხედვით.

“ვაინერის” ღვინო დაწურულია უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან.
ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია როგორც ადგილწარმოშობისა და კასრში დაძველებული, ასევე სუფრის ღვინოები. 

“ქვევრის” ღვინოები მზადდება მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული მეთოდოლოგიით, რომელიც აღწერილი აქვს ბარონ დე ბაის, 1887 წელს კახეთში მოგზაურობის დროს. ბრენდი მოიცავს შემდეგ სახეობებს - საფერავი, რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური, წარაფი, თავკვერი, კრახუნა, ქისი, ჩინური, კახურის მწვანე.

“მარანი” “ალაზანის” პრემიუმ ბრენდია. “მარნის” ღვინო განსაკუთრებულად მზადდება დაწურვამდეც - ყურძენი სახელდახელოდ იკრიფება, ფრთხილად ლაგდება სპეციალურ ხის ყუთებში, მისთვის განკუთვნილ მაგიდაზე იშლება და ხელით ირჩევა საუკეთესო ყურძნის მარცვლები.

“კახურის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია სუფრის ღვინოები კახეთის რეგიონიდან.
თითოეული მათგანი დამზადებულია კახეთის სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან და წარმოდგენილია ყველა ცნობილი სახეობა.